მარნეულში ზეთის გადამამუშავებელი საამქრო იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწვის ზეთით სავსე რეზერვუარი

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. მარნეულში ზეთის გადამამუშავებელ საამქროში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, იწვის ზეთით სავსე რეზერვუარი. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ არის.

„შემოვიდა შეტყობინება ზეთის გადამამუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე ხანრის შესახებ. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის ადგილზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0