ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

© courtesy of Iliauniილიაუნი
ილიაუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტები უნივერსიტეტიდან 25 ლექტორის გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებენ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გათავისუფლებული ლექტორების აღდგენისა და ბიზნეს-სკოლის დეკანის ნინო პატარაიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

სტუდენტები დარწმუნებული არიან, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 25 ლექტორი უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლების ერთ-ერთ-მიზეზად პარალელურად სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა დასახელდა.

„ჩვენ ვითხოვთ ამ ლექტორების დაბრუნებას და ნინო პატარაიას გათავისუფლებას, რამდენადაც მან სერიოზული შეცდომები დაუშვა, რაც ბიზნეს-სკოლის დეკანს არ ეპატიება", — განაცხადა ტელეარხ „იმედის" (Imedi) ეთერში სტუდენტმა თენგიზ კალანდაძემ.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ილიას უნივერსიტეტი შანხაის უნივერსიტეტების ახალ რეიტინგში შევიდა

კალანდაძის მოსაზრებას ემხრობა ილიაუნის სტუდენტი გოგა ქუცნიაშვილიც.

„რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტიდან უსაფუძვლო და ალოგიკური მიზეზით 25 ლექტორი გაათავისუფლეს. სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩვენი პროტესტის საფუძველი. მოვითხოვთ ამ ლექტორების შესაბამის პოზიციებზე აღდგენას და ასევე ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანის ნინო პატარაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას", — განაცხადა ქუცნიაშვილმა.

უნივერსიტეტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან აგრეთვე გათავისუფლებული ლექტორები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვითხოვთ განათლების მინისტრთან და ასევე აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას, სადაც ყველა საკითხის ღიად განხილვა მოხდება. ჩვენთვის მიუღებელი და ალოგიკურია ის არგუმენტები, რომლებიც მათ დაასახელეს. რამდენადაც ხელშეკრულება არ ზღუდავს სხვა უნივერსიტეტებში სწავლებას… თავად დეკანი ასწავლიდა წინა სემესტრებში სხვა უნივერსიტეტებში. ასე რომ, უსამართლოა ჩვენი დასჯა იმისთვის, რასაც თავად აკეთებდა", — განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა ლექტორმა გურამ შეროზიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. დღეისათვის იგი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ყველა ახალი ამბავი
0