თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. წუხელ რუსთაველის გამზირზე, რესტორან „მარკო პოლოსთან" ოთხი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე პირი რესტორანში ქორწილში იმყოფებოდა. ერთ–ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ–ის 117–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.