თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჩეჩნეთის მთებში ორშაბათს 300–მეტრიან უფსკრულში მამაკაცი გადავარდა, აღნიშნულია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
მაღალმთიანი სოფლის სამი მცხოვრები თხილს აგროვებდა, როდესაც ერთ–ერთი უფსკრულის კიდეს ძალიან მიუხლოვდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.
"მან დაახლოებით 150 მეტრის მერე ხეზე ჩაჭიდება შეძლო. შემდეგ კიდევ 150 მეტრი დაგორდა ციცაბო ფერდობზე. მაშველები დაშავებულთან ალპინისტის აღჭურვილობით ჩავიდნენ. მისი მდგომარეობის შეფასების შემდეგ სპეციალური საკაცით ქვევით, საავტომობილო გზაზე ჩაიყვანეს", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამაშველო ოპერაციაში უწყების დაახლოებით 30 თანამშრომელი მონაწილეობდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩეჩნეთის მთებში ასეთი საგანგებო შემთხვევები ხშირად ხდება. ამიტომ მთის გზებზე მაშველების მობილური საგუშაგოებია განთავსებული.