თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სამი წლის აღსაზრდელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
პაციენტის შემოყვანის ფაქტი „Sputnik–საქართველოს" ინგოროყვას კლინიკაში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მშობლების მისვლამდე ვერ გასცემენ.
„ბავშვი კონტაქტურია. როგორც ჩვენ გვითხრეს, მას გონება არ დაუკარგავს. სახეზე ნაკაწრები აღენიშნება, სხვა დაზიანებები კი არ შეიმჩნევა", — განუცხადეს სააგენტოს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურში.