სოფელ აღაიანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

© photo: Sputnik / Sklyaruk / გადასვლა მედიაბანკშიბულდოზერი
ბულდოზერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის თქმით, სოფელში ერთბაშად ყველა ჭა დაშრა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის მოსახლეობამ ავტობანიდან რამდენიმე მეტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi 2).

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მათი სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა და ხელისუფლებას შველას სთხოვენ.

მათი თქმით, წლების მანძილზე სამშენებლო კომპანიების გაუთვალისწინებელ ქმედებებს გეოლოგიური ცვლილებები მოჰყვა და სასმელი წყლის ჭები ერთბაშად დაშრა.

"დიდი ხანია მიმდინარეობს სოფელ აღაიანიდან ინერტული მასალების მოპოვება, რამაც სოფელში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, კერძოდ ის რომ სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. ესეც არ გვაკმარეს და ეხლა ტყეში შემოგვივარდნენ, გვინადგურებენ ტყეს, ანადგურებენ ნარგავებს,ხელოვნურად გაშენებულ იფნარს და იპოვებენ კიდევ ამ ინერტულ მასალებს. ჩვენ არ გავჩერდებით და ვთხოვთ ყველას გულთან მიიტანონ და გაარკვიონ, რა ხდება ჩვენს თავს", — განუცხადა "რუსთავი 2"-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ინერტულ მასალას წარმოადგენს ხრეში, ქვიშა, ღორღი, რომელიც მშენებლობაში მასალის სახით გამოიყენება. ინერეტული მასალების მოპოვებაზე ლიცენზიას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0