თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტები წვიმის შედეგად დაიტბორა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი" (Imedi).
წუხელ ღამით ქუთაისში ძლიერი წვიმა მოვიდა. დაიტბორა ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. მწვანე ბაზრის პერიმეტრი.
სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების ვარაუდით, ძლიერი წვიმის შემდეგ წყალი სანიაღვრე არხმა არ გაატარა და დაგროვილი წყალი მაღაზიებში შევიდა.
მთლიანად განადგურებულია მაღაზიებში არსებული პრიდუქცია.
ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგათ კერძო ობიქტების მეპატრონეებს.