თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამშაბათს, 26 სექტემბერს თბილისში ნამდვილი საშემოდგომო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, სამშაბათს თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით იწვიმებს. მზის ამოსვლა — 06:51 საათზე.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 06:00 საათზეა მოსალოდნელი — ტემპერატურა პლუს 17 გრადუსამდე დაეცემა. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება დღისით — 16:00 საათზე 24 გრადუსი სითბო იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 18:52 საათზე. დღისით მოსალოდნელია წვიმა, მაგრამ საღამოს გამოიდარებს.