თელავში მამაკაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა

© photo : 1ul.ruმამაკაცი დანით
მამაკაცი დანით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ დაჭრილს ოპერაცია უტარდება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. კვირას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

წინასწარი მონაცამებით, ინციდენტამდე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მათ ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0