თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ორთაჭალაში, 300 არაგველის ბაღში მეფე ერეკლე II-ის დროინდელი ზარბაზნების ასლები დადგეს, ნათქვამია კრწანისის რაიონის გამგეობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
300 არაგველის ბაღი, რომელშიც დაღუპულ გმირთა მემორიალი მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს.
ზარბაზნების ორიგინალები კრწანისში, 1795 წელს მომხდარი ბრძოლის ადგილას გათხრებისას აღმოაჩინეს. კრწანისის ბრძოლაში ქართლ-კახეთის სამეფოს ჯარს სპარსეთის ჯარი დაუპირისპირდა. ამჟამად ზარბაზნები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
ზარბაზნები ააგეს ქარხანაში, რომელიც 1749 წელს თბილისში აშენდა.


