24 სექტემბერი - 300 არაგველის ხსენების დღეა

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთელი წირვაზე
ანთებული სანთელი წირვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრწანისის ბრძოლაში დაღუპული გმირები საქართველოს მართლამიდებელმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ბრძოლაში დაღუპული წმინდანების ხსენებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა ჩატარდება.

საქართველო ეკლესია რელიგია მართლმადიდებლობა - Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშია

1795 წელს საქართველოს აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით შემოესია. ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა კრწანისის ველზე გაიმართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და გადაწვეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს.

კრწანისის ომში დაღუპული 300 არაგველი და სხვა მებრძოლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა.

ყველა ახალი ამბავი
0