ხანძარი წაღვერში: ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და თურქეთის ვერტმფრენები ხანძრის ჩაქრობაში დილიდან ჩაერთვებიან

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერთან ავიაციამ დროებით შეწყვიტა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

წაღვერის ტყეში ხანძარი გუშინ დღისით დაიწყო, შედეგად უკვე 4 ჰექტარი ტყე განადგურდა.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ, დღის მეორე ნახევარში სამუშაოებში ვერტმფრენები ჩაერთო.

მზის ჩასვლისთანავე ვერტმფრენებმა ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა დილამდე შეწყვიტეს, ხოლო მეხანძრეებმა მუშაობა გააგრძელეს. დილიდან ქართველ მეხანძრეებს შეუერთდებიან აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და თურქეთის ვერტმფრენები, რომლებიც საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0