თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზურაბ სოტკილავასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები ცერემონიიდან.
საქართველო გამოჩენილ საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავას გამოემშვიდობა. საქართველოში დაკრძალვა არტისტის ბოლო სურვილი იყო. ცნობილი ტენორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ეკლესიის ტერიტორიაზე. სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს დილით გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ დარბაზში.
"სოტკილავას ოჯახის წევრებს სამძიმარს რამდენიმე საათის განმავლობაში უცხადებდნენ. თეატრის შენობაში ისმოდა სოტკილავას მიერ შესრულებული მუსიკალური ნაშრომები, შესასვლელში მომღერლისა და მისი კოლეგების სტენდები იდგა. მომღერალთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ მისი ახლობლები, კოლეგები, ცნობილი ქართველი მსახიობები და მომღერლები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები — ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვები.
სსრკ-ის და საქართველოს სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში.