თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მილანის მოდის კვირეულზე ცნობილი ბრენდის Emilio Pucci-ს 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" სამოდელო საგენტო IMAGE CENTRE-ის წარმომადგენლებმა.
Emilio Pucci — იტალიური ბრენდია, რომელიც ქალის სამოსსა და აქსესუარებს და მამაკაცებისთვის ჰალსტუხებსა და პერანგებს უშვებს. ბრენდს კაშკაშა, ფერადი პრინტები გამოარჩევს.
მილანის მოდის კვირეულზე წასვლის წინ, ახალაიამ მიიღო მონაწილეობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულში SPRING 2018 READY-TO-WEAR, სადაც ისეთი დიზაინერების სამოსი წარადგინა, როგორებიცაა Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders for DVF, Grey Jason Wu.
ახალაია საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულია და სააგენტო IC Model Management-ის წარმატებული მოდელია.
მანამდე თათიამ მიიღო მონაწილეობა Hermes F/W 2018-ისა და Finale Prada-ს ჩვენებებში.