თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი 24-30 სექტემბერს ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნაბულ განცადებაში.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი 24-30 სექტემბერს ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს", — ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ვიგენინი დააკვირდება გაჭიანურებული კონფლიქტებით გამოწვეულ შედეგებს, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანები განიცდიან.