თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, VI საუკუნის წმინდა დავითის ლავრაში, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსში მიაკვლიეს სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლისა და შანდლების კოლექციას, რომელიც შუა საუკუნეების პერიოდით თარიღდება.
ინფორმაცია აღმოჩენის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გამოაქვეყნა.
„სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს მე-17 საუკუნისის დასაწყისში", — წერს ბახტაძე.
პროფესორის თქმით, სამონასტრო ჭურჭელი დრომ, პრაქტიკულად, არ დააზიანა.
ამჟამად ადგილზე ტერიტორიის კვლევა და აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.