თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
ტელეკომპანიის მონაცემებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებია მობილიზებული. სანაპირო ზოლის გასწვრივ აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვას ნიშნავს.
გარდა ამისა, მაშველები დამსვენებლებს საფრთხის შესახებ სიტყვიერად აფრთხილებენ და მათ რჩევებს აძლევენ.
ზღვაში შესვლა მას შემდეგ იქნება დასაშვები, რაც პლაჟებზე თეთრი ალმები აღიმართება.