თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფხოვის, ასათიანის, ჭანტურიას, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, გელათის, არარატის, დუშეთის, არმაზის, ალაზნის და კლარჯეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ზნაკვის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.