ქეთევან მიქაძე: ძალიან მოვიხიბლეთ და სწორედ მაშინ დავინტერესდით ქარგვით

გამოწერა
ხელოვანი ქეთევან მიქაძე საუბრობს, როგორ დაინტერესდა ქარგვით და როგორ შეისწავლა ოქრომკერდით ქარგვა
ქეთევან მიქაძე: ძალიან მოვიხიბლეთ და სწორედ მაშინ დავინტერესდით ქარგვით

„მე და ჩემი ქალიშვილი ვსეირნობდით რუსთაველზე. ხელოვნების და ლიტერატურის მუზეუმში იყო ნაქარგების გამოფენა. რომ მივედით  დასათვალიერებლად, ძალიან მოვიხიბლეთ და სწორედ მაშინ დავინტერესდით ქარგვით“, ამბობს მიქაძე.

ქეთევან  მიქაძის ნამუშევრები საქართველოს არა ერთ ტაძარში და მონასტერში ინახება. საკუთარ სოფელში, მაიდანში ტაძარს ივერიის ღვთისმშობლის მოქარგული ხატი შესწირა, ახლა ამ ტაძრისთვის გარდამოხსნას ქარგავს, რომელსაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესწირავს ტაძარს. ყველაზე ამაღელვებლად კი, იმ წუთებს იხსენებს, როცა საკუთარი ხელით მოქარგული სამების ხატი საქართველოს პატრიარქს საჩუქრად გადასცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0