მიხეილ ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი: 25 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

© Sputnik / Seyran Baroyanასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ ავტორი, ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს შემდეგ კვირაზე - როგორ ცვლილებებსა და ენერგიას გვიგზავნის კოსმოსი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის პერიოდში.

ამ კვირაში ადამიანებს, სამწუხაროდ, ნეგატივის პიკი ელოდება. ამ დროს ბიოსფერო უკიდურესად ნეგატიურ მდგომარეობაშია, ანუ დედამიწა საკმაოდ ნეგატიურ ბიოსფეროში იმყოფება. ეს კი სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ეს პერიოდი თავს დაგვამახსოვრებს არასტაბილურობით როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რა არ იქნება წესრიგში?

ჯანმრთელობა ყველაზე უარეს მდგომარეობაში იქნება, ამიტომ ადამიანებმა თავის ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციონ. შესაძლებელია ძლიერი ხანძრები, მიწისძვრები, სერიოზული ეკოლოგიური ან ტექნოგენური წარმომავლობის ავარიები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში მოიმატებს.

ადამიანი უფრო დაბნეული ხდება, ამიტომ შეცდომები როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში მკვეთრად იზრდება და აპოგეას აღწევს.

ამასთან დაკავშირებით იქნება დამოუკიდებლობის, გარკვეული ანარქიისა და ექსტრემიზმის გამოვლინებები. ეს ტენდენციები შეიძლება ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდეს.

რას ველოდოთ?

ამ პერიოდში დიდია ალბათობა გაფიცვების, მსხვილი ტექნოგენური ავარიების, სამხედრო კონფლიქტების. ზოგიერთ ქვეყნებში აგრესიის ეს აფეთქებები განსაკუთრებით გაძლიერდება.

ამასთან დაკავშირებით, უზუსტობებმა ფორმულირებაში, შეცდომებმა და გულმავიწყობამ, ასევე უყურადღებობამ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიგნალებისა და ფაქტების მიმართ, შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული უსიამოვნებები მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის, ტრავმატიზმის, მომატებული ავარიულობის სახით.

ამიტომ ამ პერიოდში ადამიანებს მართებს მეტი მობილიზება, კოსმოსის დისგარმონიულ ზემოქმედებასთან გამკლავების უნარი.

30 სექტემბრის შემდეგ, როდესაც მერკური სასწორის ნიშანში შევა, წარმოქმნილი უთანხმოებების კონსტრუქტიულად გადაჭრის და ურთიერთობებში კონფლიქტურობის შემცირების შესაძლებლობები გაჩნდება.

როდის ამოვისუნთქებთ?

18-24 სექტემბრის კვირაში ყველა ზემოაღნიშნული ტენდენცია მხოლოდ ისახებოდა და მწიფდებოდა, დედამიწის ენერგეტიკა ნეგატიურ ზონაში ჯერ მხოლოდ შედიოდა. იყო რთული დღეები — ახალმთვარეობა და ბუნიობა. მაშინ ეს გარდამტეხი პერიოდი იყო, ანუ ნეგატიური ენერგია კოსმოსიდან დედამიწისკენ ჯერ მხოლოდ მოემართებოდა.

ამ კვირაში კი დედამიწა აშკარად უარყოფით ზონაშია. ამიტომ ყველა სირთულე, რომელიც გასულ კვირაში დაიწყო, ამ კვირაში საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებებად შეიძლება იქცეს. მეტიც, მომავალი კვირაც რთული იქნება. ასე რომ მოემზადეთ და მოთმინებით აღიჭურვეთ.

ახლა ზოდიაქოს ყველა ნიშანი უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი!"

თუ ამის განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს, სასურველია არ დაკავდეთ სარისკო საქმიანიბით, არაფერი მნიშვნელოვანი და ახალი არ წამოიწყოთ. დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და მშვიდად ისუნთქეთ.

ნეგატიურობის ნისლი მხოლოდ 5 ოქტომბრიდან დაიწყებს გაფანტვას.

ყველა ახალი ამბავი
0