თბილისში კიდევ ერთი მეტროსადგური განახლდა

© FB / David Narmaniaმეტროსადგური „ვარკეთილი“
მეტროსადგური „ვარკეთილი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში სამ მეტროსადგურში სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში განახლდა და გარემონტდა მეტროსადგური „ვარკეთილი", ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე შეცვლილია მიმართულების მაჩვენებლები.

© courtesy of David Narmaniaმეტროსადგური „ვარკეთილი“
Станция тбилисского метро Варкетили - Sputnik საქართველო
მეტროსადგური „ვარკეთილი“

„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

© FB / David Narmaniaმეტროსადგური „ვარკეთილი“
Станция тбилисского метро Варкетили - Sputnik საქართველო
მეტროსადგური „ვარკეთილი“

მეტროს სადგურების კაპიტალური რემონტი გულისხმობს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას, რაც მგზავრების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო და კომფორტულს ხდის.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" მეტროს სადგურების განახლების პროექტი გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში გარემონტდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი", სადგურ „ავლაბარზე" გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 000-მდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

© Facebook / David NarmaniaСтанция тбилисского метро "Варкетили"
Станция тбилисского метро Варкетили - Sputnik საქართველო
Станция тбилисского метро "Варкетили"

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0