ქართველმა ექსპერტმა ქვეყნისთვის „მცირე მეწარმეობის შესახებ“ კანონის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ეკონომიკური რეფორმების, მშენებლობისა და ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ერთ-ერთმა მონაწილემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ განმარტა, თუ რატომ არის საქართველოში მცირე ბიზნესის შესახებ კანონის ამოქმედება აუცილებელი.