თბილისში თოჯინების უნიკალური გამოფენა იხსნება

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო თოჯინების ფესტივალი თბილისში
საავტორო თოჯინების ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფოლკლორის ცენტრში 200-მდე ხელნაკეთი თოჯინა გამოიფინება

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. პარასკევს, 22 სექტემბერს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თოჯინების ოსტატების მიერ შექმნილი შედევრების ექსპოზიცია იხსნება, იუწყება ფოლკლორის ცენტრის Facebook-გვერდი.

თოჯინების გამოფენაზე ფაიფურის, ცვილის, თიხის, რბილი, ეთნოგრაფიული თოჯინები და მარიონეტები გამოიფინება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 30 მეთოჯინის სხვადასხვა ზომისა და ჟანრის 200-მდე ხელნაკეთი ორიგინალური თოჯინა.

გამოფენაზე მექანიკური თოჯინებიც გამოიფინება.

© Sputnik / Levan Avlabreliირენა ოგაჯანოვას მიერ შექმნილი თოჯინები
Куклы, созданные художницей Иреной Оганджановой - Sputnik საქართველო
ირენა ოგაჯანოვას მიერ შექმნილი თოჯინები

„საქართველოში უძველესი დროიდან სხვადასხვა ტიპის თოჯინა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების შესრულებისას გამოიყენებოდა, რაც მთავარია, ოდითგანვე თოჯინა ქართული ბავშვის საყვარელი სათამაშო იყო, ამიტომ მას მოფერებით „დედოფალა" შეარქვეს“, — ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის განცხადებაში.

გამოფენის ოფიციალური გახსნა 19:00 საათზეა დაგეგმილი. ექსპოზიცია საგამოფენო დარბაზ Hall Gallery-ში გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისამართი: დავით აღმასენებლის გამზირი,  №68.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ეს უკვე თოჯინების რიგით მეშვიდე გამოფენაა, ოთხი მათგანი საერთაშორისო იყო.


ყველა ახალი ამბავი
0