Car-Free Days, ანუ როგორი იქნებოდა ცხოვრება ავტომობილის გარეშე - სახალისო ვიდეო

გამოწერა

დღე მთელი მსოფლიო აღნიშნავს დღეს ავტომობილის გარეშე; ავტომობილისა, რომლის გარეშე ცხოვრებაც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. 

თანამედროვეთა დიდი ნაწილი რატომღაც საკუთარი მანქანით საცობებში ხანგრძლივ დგომას არჩევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით სიარულს. და ეს მაშინ, როცა შესაძლოა სულ რაღაც ხუთი-ათიოდე წუთის სავალზე მიდიოდეს.

თქვენ ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ავტომობილების გარეშე: მწვანე, სუფთა, კამკამა ჰაერით, ხალვათი ქუჩებით…

მაგრამ ის თუ წარმოგიდგენიათ, ერთ დღესაც რომ გაიღვიძოთ და ახლომახლო მანქანის ნატამალიც ვერ აღმოაჩინოთ?

არა?

მაშინ ამის წარმოდგენაში ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვიდეორგოლი დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0