ზურაბ სოტკილავასთან გამოთხოვების დრო ცნობილია

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს
ზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის წითელ დარბაზში 11:00 საათზე გაიმართება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას დაკრძალვის ზუსტი დრო ცნობილი გახდა.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში დაკრძალვა ზურაბ სოტკილავას სურვილი იყო.

ზურაბ სოტკილავა საქართველოს დედაქალაქში გადმოასვენეს - Sputnik საქართველო
ზურაბ სოტკილავას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

როგორც „Sputnik — საქართველოს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, პანაშვიდები ხუთშაბათსა და პარასკევს მომღერლის სახლში 17:00 საათზე გაიმართება — აბულაძის ქუჩა 34, l სადარბაზო.

სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის წითელ დარბაზში 11:00 საათზე გაიმართება.

საოპერო მომღერლის ცხედარს თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ზურაბ სოტკილავას შაბათს, 23 სექტემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, ზურაბ სოტკილავა სამშობლოში მოსკოვიდან 21 სექტემბერს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არტისტის ცხედარს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საპატიო ყარაული დახვდა. ცერემონიაზე ცოცხალი შესრულებით ქართული სიმღერები ისმოდა.

თბილისის აეროპორტში ზურაბ სოტკილავას ცხედარს ხელოვნების მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ შორის — საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი, დირიჟორი დავით მუქერია და სხვები.

სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის "რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს "„არმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან".

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0