ძლიერი, თავდადებული, მებრძოლი — საქართველოს ფრენბურთის ნაკრების კაპიტანი თიკა ჭაუჭიძე

გამოწერა

პარასკევს, 22 სექტემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანში ქალთა შორის ფრენბურთში ევროპის საიუბილეო XXX ჩემპიონატი იღებს სტარტს. ჯილდოსთვის ერთმანეთს ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი შეხვდება, რომელთაგან სამი შეხვედრებს აზერბაიჯანში გამართავს, ერთი კი საქართველოში.

ბუნებრივია, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, მონაწილეობას მიიღებს კონტინენტურ პირველობაში. ეს პირველი შემთხვევა იქნება ეროვნული გუნდის ისტორიაში. პირველ წინასწარ ეტაპზე ქართველი ფრენბურთელები იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის გუნდებს შეხვდებიან.

ფრენბურთში საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი თიკა ჭაუჭიძე Sputnik-საქართველოს ექსკლუზიურ ინტერვიუში ტურნირის შესახებ ესაუბრა და გუნდის მოლოდინებზე უამბო.

© courtesy by Tika Tchautchidzeსაქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრების კაპიტანი თიკა ჭაუჭიძე
Капитан сборной Грузии по волейболу Тика Чаучидзе - Sputnik საქართველო
საქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრების კაპიტანი თიკა ჭაუჭიძე

— სამწუხაროდ, ფრენბურთი სპორტის არცთუ ისე პოპულარული სახეობაა საქართველოში. არ ტარდება არც PR-აქციები და  არც არანაირად რეკლამირდება. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე? მით უმეტეს, რომ სხვა სახეობების მიმართ გარკვეული ინტერესები არსებობს.

— ვფიქრობ, ახლა ფრენბურთი იმაზე მეტად პოპულარულია, ვიდრე წარსულში იყო. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ინტერესი შეინიშნება. იმიტომ რომ, როდესაც მე დავიწყე ფრენბურთის თამაში, ძალიან ბევრმა არც იცოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არსებობდა ეს სპორტი.

© Sputnik / Alexander Imedashviliთიკა ჭაუჭიძე ნორჩ ფრენბურთელებთან ერთად
Капитан сборной Грузии по волейболу Тика Чаучидзе с юными волейболистками - Sputnik საქართველო
თიკა ჭაუჭიძე ნორჩ ფრენბურთელებთან ერთად

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ხდება ის, რაც ხდება. მით უმეტეს, რომ უკვე ბევრი ტურნირია ჩატარებული. მათ შორის, ევროპის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები 2015 წელს. ახლა კი ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. მაგრამ ფრენბურთს მაინც ძალიან უმნიშვნელო ყურადღება ეთმობა.

— ფინანსებში ხომ არა საქმე?

— ჰო, ალბათ. იმიტომ რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ თანხებთან, რაც, ვთქვათ, რაგბიზე, ფეხბურთსა თუ კალათბურთზე გამოიყოფა.

— როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატი სასიკეთო გავლენას ხომ არ მოახდენს არსებულ ვითარებაზე?

— დარწმუნებული ვარ, რომ კი მოახდენს. ის კი არა, 2015 წლის ოლიმპიადის შემდეგაც ვიგრძენით ხელშესახები პროგრესი. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ფრენბურთი საქართველოში უფრო პოპულარული გახდა. იმედი მაქვს, რომ კონტინენტური პირველობის შემდეგ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.

© courtesy by Tika Tchautchidzeსაქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრები თამაშისას
Капитан сборной Грузии по волейболу Тика Чаучидзе во время игры - Sputnik საქართველო
საქართველოს ფრენბურთის ქალთა ნაკრები თამაშისას

— რატომ მაინცდამაინც საქართველო და აზერბაიჯანი?

— სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ფრენბურთის პოპულარიზაციის მიზნით. თავის დროზე აზერბაიჯანში ვთამაშობდი და იქ ჩემპიონატში სულ ხუთი გუნდი მონაწილეობს — ძირითადად ლეგინერებით დაკომპლექტებული გუნდები. საკუთარი აღსაზრდელები აზერბაიჯანელებს ძალიან ცოტა ჰყავთ.

— საქართველოშიც იგივე ვითარებაა?

— არა, ჩვენს გუნდში მხოლოდ ადგილობრივი სპორტსმენები თამაშობენ.

— საქართველოს ნაკრებს „В“ ჯგუფში მოწინააღმდეგეებად იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის გუნდები ჰყავს. რა შანსები გაქვთ მომდევნო რაუნდში გადასასვლელად?

— ჩვენთვის უკვე დიდი მიღწევაა, რომ ევროპის ჩემპიონატში ვმონაწილეობთ. ეს, რაღა თქმა უნდა, დიდი და ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება ჩვენი გუნდისთვის.

© courtesy by Tika Tchautchidzeთიკა ჭაუჭიძე
Капитан сборной Грузии по волейболу Тика Чаучидзе - Sputnik საქართველო
თიკა ჭაუჭიძე

რაც შეეხება შანსებს, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთი მატჩის მოგება და შემდეგ სტადიაზე გადავალთ. რითაც ევროპის 12 უძლიერეს გუნდს შორის აღმოვჩნდებით.

— როგორ ფიქრობთ, ვის მოუგებთ?

— ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ვერავის გამოვყოფ. მით უმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან. ეს ისეთი ტურნირია, რომელზეც გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით ჩამოდიან.

— რომელია ფავორიტი გუნდი თქვენს ჯგუფში და ვინ არის ტურნირის ფავორიტი?

— ჯგუფში უფრო იტალია. რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, აქ სერბეთისა და რუსეთის გუნდებს გამოვყოფდი. ორივე ეს გუნდი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია.

ისე კი, სიმართლე გითხრათ, ფრენბურთი ისეთი სახეობაა, რომ წინასწარ რამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

© courtesy by Tika Tchautchidzeთიკა ჭაუჭიძე მოედანზე
Капитан сборной Грузии по волейболу Тика Чаучидзе во время игры - краяняя справа - Sputnik საქართველო
თიკა ჭაუჭიძე მოედანზე

— თქვენ როდის და როგორ მოხვდით ფრენბურთში?

— 2005 წელს დავიწყე ვარჯიში, მაშინ 13 წლის ვიყავი. იმ მომენტამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი ფრენბურთზე. სრულიად შემთხვევით გავიცანი ჩემი მომავალი მწვრთნელი და იმან შემომთავაზა, ამ სახეობაზე შევსულიყავი — ეს იმიტომ, რომ მაღალი ვიყავი.

— და რატომ კალათბურთზე არა? სიმაღლე ხომ სწორედ კალათბურთთან ასოცირდება?

— კი, კალათბურთი უფრო პოპულარულია, მაგრამ მე არასდროს მომწონდა. ჩემი აზრით, კალათბურთი გოგონებისთვის, ცოტა არ იყოს, უხეშია. ფრენბურთი უფრო ლამაზია.

© courtesy by Tika Tchautchidzeსაქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრები მოედანზე
Женская сборная Грузии по волейболу - Sputnik საქართველო
საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ნაკრები მოედანზე

— გარდა სიმაღლისა, კიდევ რა თვისებებია აუცილებელი პროფესიონალი ფრენბურთელისთვის?

— სიმაღლე — ეს მხოლოდ პლუსია. არის ძალიან ბევრი სპორტსმენი გოგონა, რომლებიც არც ისე მაღლები არიან, მაგრამ ეს სულაც არ უშლის მათ ხელს, იყვნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. მთავარია მონდომება, შრომა და შეუპოვრობა. თუ გინდა, რაიმე წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი უნდა დაივიწყო და მხოლოდ სპორტზე კონცენტრირდე. ამ შემთხვევაში, ფრენბურთზე. სხვაგვარად, უბრალოდ, არ გამოვა.

— საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხართ, მაგრამ რომელია თქვენი კლუბი?

— 17 წლის რომ ვიყავი, თურქეთის მეორე ლიგის გუნდში ვთამაშობდი, 2014 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამოვდიოდი. მერე კი თბილისში დავბრუნდი და ა ხლა აქ ვთამაშობ. საქარტველოს ჩემპიონატში ექვსი გუნდი მონაწილეობს, მაგრამ კონკურენტუნარიანი მხოლოდ სამია. დანარჩენი სამი ჯერ არ არის აუცილებელი დონისა.

© courtesy by Tika Tchautchidzeსაქართველოს ფრენბურთის ნაკრები
Женская сборная Грузии по волейболу - Sputnik საქართველო
საქართველოს ფრენბურთის ნაკრები

— რა პოზიციაზე თამაშობთ?

— პირველი ტემპის თავდამსხმელი ვარ, ეგრეთ წოდებული, middle blocker.

— რამდენად ტრავმასაშიში სპორტია ფრენბურთი და რა ზიანდება ყველაზე ხშირად?

— საკმაოდ ტრავმასაშიშია. პირადად ჩემი „მტკივნეული ადგილი“ მუხლები და ტერფებია. ხშირად ზიანდება მხარსახსრები და ხელის მტევნები. დამტვრეულ თითებზე აღარც ვლაპარაკობ.

© Sputnik / Alexander Imedashviliთიკა ჭაუჭიძის ავტოგრაფი
Памятная запись для читателей Sputnik Грузия, оставленная капитаном грузинской женской сборной по волейболу Тикой Чаучидзе - Sputnik საქართველო
თიკა ჭაუჭიძის ავტოგრაფი

— პლაჟის ფრენბურთს თუ თამაშობთ?

— კი, ოღონდ მხოლოდ ზაფხულსა და სითბოში. საერთაშორისო დონეზე ჯერ ფრენბურთის ამ სახეობაში ჯერ სუსტები ვართ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს კი ვატარებთ.

საერთოდ, ჩვეულებრივი და პლაჟის ფრენბურთი ერთმანეთისგან გნსხვავდება. ქვიშაზე თამაში ძალიან ძნელია და კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

— დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით.

— ძლიერი, თავდადებული და მებრძოლი!

ყველა ახალი ამბავი
0