ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს, ამასთან ერთად საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.
ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, სოციალური პროექტები — ამ სფეროებში საქართველო და რუსეთი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას აგრძელებენ. შესაძლებელია თუ არა საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნა? გამარტივდება თუ არა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი? რა პერსპექტივები გააჩნია თბილისისა და მოსკოვს შორის საპარლამენტთაშორის დიალოგს? ამ და სხვა საკითხებზე მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები:
— ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე;
— პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე;
— ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძე.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.