მიხეილ გიორგაძემ სომეხი რესტავრატორების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა

© photo: Sputnikწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ახტალაში, ლორე
წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი ახტალაში, ლორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და სომხეთის კულტურის მინისტრებმა ერევანში დიზაინერ არამ ნიკოლიანის დიდი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრის „მტირალა ჯოკონდას" ინსტალაცია გახსნეს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს სომეხი რესტავრატორების მუშაობას, რომლებიც სომხეთში ქართული ძეგლების აღდგენაზე მუშაობენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

„თეთრი შურით ვუყურებდი და კომპლიმენტები ვუთხარი იმ სპეციალისტებს, რომლებიც სომხეთში ქართული ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობენ", — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsფარაჯანოვის ნაწარმოების ინსტალაცია
Михаил Гиоргадзе - Sputnik საქართველო
ფარაჯანოვის ნაწარმოების ინსტალაცია

გიორგაძემ სომხეთის კულტურის მინისტრ არმენ ამირიანთან ერთად მიმიოხილა საკითხთა ფართო სპექტრი, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებაზეა მიმართული.

„ჩვენი მიზანია — ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვაზე ზრუნვა, რეაბილიტაცია და კონსერვაცია", — განაცხადა გიორგაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ არქეოლოგიურ სფეროში თანამშრომლობასა და სპეციალისტთა მიმოცვლაზე.

ფარაჯანოვი — ორი ხალხის სიამაყეა

დიდი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრის "მტირალა ჯოკონდას" ინსტალაცია ერევანში ხუთშაბათს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში ორი ქვეყნის კულტურის მინისტრები მონაწილეობდნენ.

„სიმბოლურია, რომ ერთად გავხსენით ფარაჯანოვის კოლაჟი, ადამიანის, რომლის შემოქმედება ორივე ხალხს ეკუთვნის. ფარაჯანოვი — ხიდია, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს", — განაცხადა გიორგაძემ.

© photo: Sputnik / Asatur YesayantsИнсталляция произведения Параджанова
Инсталляция произведения Параджанова - Sputnik საქართველო
Инсталляция произведения Параджанова

ცერემონიას სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძეც ესწრებოდა.

„ფარაჯანოვი — ჩვენი სიამაყეა და ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა „Sputnik-სომხეთის" კორესპონდენტთან საუბრისას საგანელიძემ.

მისი თქმით, კულტურა — ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ხალხთა დაახლეობის კარგი საშუალებაა.

„ფარაჯანოვმა ხელი მოკიდა დიდ სამუშაოს, თავის თავში გაატარა ის და არ შეუშინდა წარედგინა ის ისე, როგორც თავად ხედავდა. ის ხელოვნების ყველაზე შეუპოვარი და თავისუფალი მოღვაწეა", — განაცხადა „Sputnik-სომხეთის" კორესპონდენტთან საუბრისას ინსტალაციის ავტორმა, დიზაინერ არამ ნიკილიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0