მექსიკის ეკლესიაში ნათლობისას მომხდარმა მიწისძვრამ ბავშვები იმსხვერპლა

© REUTERS / Carlos Jassoმიწისძვრის შედეგები მექსიკაში
მიწისძვრის შედეგები მექსიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთი წერს, რომ XVII საუკუნეში აგებულ ეკლესია Santiago Apóstol-ში ჩვილ ბავშვს ნათლავდნენ, როდესაც ბუნებრივმა კატასტროფამ ის ნანგრევებად აქცია.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მექსიკის შტატ პუებლას ეკლესია მძლავრი მიწისძვრის შედეგად სწორედ მაშინ დაინგრა, როდესაც იქ ნათლობა მიმდინარეობდა, დაიღუპა 11 ადამიანი, აქედან 4 — ბავშვი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ გაზეთ Sol de Puebla-ზე დაყრდნობით.

გაზეთი წერს, რომ XVII საუკუნეში აგებულ ეკლესია Santiago Apóstol-ში ჩვილ ბავშვს ნათლავდნენ, როდესაც ბუნებრივმა კატასტროფამ ის ნანგრევებად აქცია. დაღუპულებს შორისაა თავად მოსანათლი ბავშვიც. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცოცხალი გადარჩა, ეს მღვდელმსახურია.

შეგახსენებთ: 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა სამშაბათს, თბილისის დროით 22:14 საათზე მოხდა. დაღუპულია დაახლოებით 240 ადამიანი, მხოლოდ მეხიკოში დანგრეულია 40-ზე მეტი შენობა. ამ დროისათვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას 30-ზე მეტი აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე სუსტი 4.0 მაგნიტუდისა იყო, ხოლო ყველაზე ძლიერი — 6.1 მაგნიტუდისა.

ყველა ახალი ამბავი
0