თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა ხუთშაბათს, 21 სექტემბერს.
გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე პრემიერის გამოსვლის ნახვა პირდაპირ ტრანსლაციაში „Sputnik-საქართველოს“ ვებგვერდზე შეგიძლიათ.
კვირიკაშვილის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან თბილისის დროით დაახლოებით 1:00 საათზე დაიწყება.
გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციის მთავარ სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში 12 სექტემბერს გაიხსნა. 19-25 სექტემბერს მაღალი დონის ზოგადპოლიტიკური დისკუსია გაიმართება, მასში მონაწლეობის მისაღებად სახელმწიფოების, მთავრობებისა და საგარეო პოლიტიკური უწყებების მეთაურები შეიკრიბებიან. ამავე დროს გაეროს შტაბ-ბინაში თემატური სხდომები და რამდენიმე ასეული ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.