ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნა

© FB / Ministry of Agriculture of Georgiaქართული ღვინის მუზეუმი ჩინეთში
ქართული ღვინის მუზეუმი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კულტურის მუზეუმი კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის ქალაქ იუს მაღალი კლასის სასტუმროში ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ვაზის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალები და აგრეთვე ღვინის სხვადასხვა სახეობები.

ლევან დავითაშვილმა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული და ბიზნესურთიერთობების განმტკიცება ფრიად მნიშვნელოვანია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.

„ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული კულტურის მუზეუმი კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს.

© FB/ სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgiaქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ჩინეთში
ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ჩინეთში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ჩინეთში

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და ქართული კულტურის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინა.

ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინში გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0