წულუკიანი: მზად ვართ რეფორმები პარტნიორებს გავაცნოთ
„საქართველოს სწორ გზაზე სიარულმა, დემოკრატიის გზაზე პროგრესმა, ჩვენს ქვეყანას მისცა ის როლი, რასაც ხელმძღვანელის როლი ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს დიდი ნდობაა, დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ მზად ვართ ეს რეფორმები ჩვენს სხვა პარტნიორებს გავაცნოთ და ამასთანავე გავიზიაროთ მათი საუკეთესო გამოცდილებაც", — აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის — "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე გახდა.თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გადაიბარა.