სპეცოპერაცია თბილისში: ნარკორეალიზატორი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მონაცემების თანახმად, მამაკაცი ნარკოტილებს სისტემატურად ჰყიდდა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ფონიჭალაში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ჰყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 3 შეკვრად დაფასოებული 0,0952 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით), რომელიც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0