Sputnik-საქართველო ტრადიციულად გთავაზობთ კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ყველაზე ცხელ მიმოხილვას. ეს ის ფილმებია, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
21 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შედეგბა პრემიერები ფილმებისა:
"Kingsman: The Golden Circle (ოქროს რგოლი) — ეს ანგლო-ამერიკული ბოევიკია მზვერავებზე, რომლის რეჟისორიც მეთიუ ვონა გახლავთ. მთავარ როლებში არიან: ტერონ ეჯერტონი, ჰოლი ბერი, ჯულიანა მური და მარკ სთრონგი.
საინტერესო ფაქტები:
- ფილმში ყველა ამერიკელ აგენტს სახელად ალკოჰოლური სასმელების სახელები ჰქვიათ.
- ჰოლი ბერისთვის ეს მზვერავის მეორე როლია.
- კოლინ ფერტისთვის და ჯეფ ბრიჯესისთვის ეს პირველი ერთობლივი პროექტია.
"ლეგო ნინძიაგო ფილმი" (The Lego Ninjago Movie) — ამერიკულ-დანიური კომპიუტერული საბავშვო მულტფილმი, რომლის რეჟისორებიც არიან ჩარლი ბინი, პოლ ფიშერი და ბობ ლოგანი.
საინტერესო ფაქტები: ფილმის სიუჟეტი განსხვავდება სერიალ "ნინძიაგოს" სიუჟეტისგან, რომელიც 2011 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
Leatherface — რეჟისორ ალექსანდრ ბუსტილიოსა და ჟიულენ მორის ფილმი, რომელიც ბენზოხერხით შ ეიარაღებულ მანიაკზე მოგვითხრობს. მთავარ როლებში: სტივენ დორფი და ლილი ტეილორი.
საინტერესო ფაქტები:
- ამ ფილმის გადასაღებად სოიერების ის სახლი გამოიყენეს, რომელშიც 1974 წელს გადაიღეს იგივე სიუჟეტის მქონე ფილმი.
- ეს ფრანშიზის პირველი ფილმია, რომელიც ეკონომიის მიზნით არა აშშ-ში, არამედ ბულგარეთში გადაიღეს.
გასულ კვირას თბილისის კონოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა:
- დარენ არონოფსკის საშინელებათა ფილმი "დედა"
- ფრანგული მულტფილმი "დაზვერვა ჯუნგლებში"
- ელდარ შენგელაიას ახალი კომედია "სავარძელი"
- დრამატული კომედიური ფილმი "სტუმრად ელისთან"
- ფრან გული რომანტიკული კომედია "საქმრო ორისათვის" და სხვ.
თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის: "რეალური ციყვი 2" და ამერიკული კომედიური ანიმაცია "ემოჯი ფილმი".