ისლანდია საქართველოს რეფორმატორ და პარტნიორ ქვეყნად აღიარებს

გამოწერა
ისლანდიამ ჯერ კიდევ ივლისში ცნო საქართველო უსაფრთხო ქვეყნად და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ევროპულ და ევრაოტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ისლანდიის იუსტიციის მინისტრ სიგრითურ ანდერსენსა და იმიგრაციის დირექტორატის უფროს კრისტინ ვიოლუნდადოტირს შეხვდა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

ისლანდიამ ჯერ კიდევ ივლისში ცნო საქართველო უსაფრთხო ქვეყნად და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

"ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის", — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ვიქტორ დოლიძემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც სავიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციას ისახავდა მიზნად.

გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ის ზომები, რომლებიც საქართველომ სავიზო რეჟიმის დამრღვევების მიმართ დააწესა.

ისლანდია მეექვსე ქვეყანაა ბელგიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისრაელის შემდეგ, რომელმაც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0