ისლანდია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს
„ისლანდია საქართველოს აღიარებს ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია", — აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ისლანდიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.