ქალაქ თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დღევანდელი დღისთვის დოკუმენტმა პრაქტიკულად ფინალურ სტადიას მიაღწია და საზოგადოებას განსახილველად გადაეცა. ქალაქის ახალი გეგმის მიღება ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ქალაქისა და მისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მშენებლობაზე დახარჯული დროისა და თანხების ეკონომიის საშუალებას მისცემს.
თუმცა ქალაქი ბევრი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა შესახებ მშენებლობის სფეროს მეცნიერები და ექსპერტები საუბრობენ. მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოების ყურადღება უნდა მიექცეს თბილისის განვითარების კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას — ეკონომიკაში, მშენებლობასა თუ სოციალურ სფეროში. ამის შესახებ საუბრობენ საქართველოს რეფორმატორთა კავშიროს აქტივისტები, რომლებმაც „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა" მოამზადეს. ამ პროგრამის შესახებ დაწვრილებით მრგვალი მაგიდის მონაწილეები ისაუბრებენ:
— პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე;
— ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კომპანია „რევერსის" დირექტორი მალხაზ ცისკარიშვილი;
— პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ ბედიაშვილი.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.