ველური დასავლეთი და ინდიელები: თბილისში ედვარდ კურტისის ფოტოგამოფენა იმართება

© Sputnik / Levan Avlabreliაბრეშუმის მუზეუმის შენობა მუშთაიდის პარკში
აბრეშუმის მუზეუმის შენობა მუშთაიდის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ველური დასავლეთისა და ინდიელთა ფოტოების კოლექცია, რომელიც ედვარდ კურტისმა შექმნა, ათასობით გამოსახულებას ითვლის.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედვარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება წარმოდგენილია გამოფენაზე, რომელიც 20-22 სექტემბერს თბილისში იმართება.

ველური დასავლეთისა და ინდიელთა ფოტოების უნიკალური კოლექცია, რომელიც ედვარდ შერიფ კურტისმა (Edward Sheriff Curtis) შექმნა, ათასობით გამოსახულებას ითვლის. მათი უმეტესობა აშშ-ის კონგრესის ბიბლოითეკამ შეიძინა, ნაწილი კი კერძო კოლექციებში ინახება.

1898 წელს კურტისი შეხვდა მკვლევართა ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრი ცნობილი ნატურალისტი და ინდიანოლოგი ჯორჯ ბერდ გრინელი იყო. გრინელი კურტისის ფოტოებით დაინტერესდა და მიიწვია ის ექსპედიციაში, რათა 1900 წელს მონტანაში პიკანის ტომისთვის მას სურათები გადაეღო.

ციცი ჩხეიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ფოტოგრაფის ინსპირაციის წყარო, საუცხოო ფოტოები და გოთური ხელოვნება

კურტისმა დაახლოებით 80 ტომში 40 000-ზე მეტი ფოტო გადაიღო. ფოტოების გარდა, მან ჩაიწერა ინდიელთა მეტყველების და მუსიკის ნიმუშები, შეაგროვა ადგილობრივი ლეგენდები და თქმულებები, თავის ჩანაწერებში აღწერდა ინდიელთა ტრადიციულ საკვებს, მათ საცხოვრისებს, სამოსს, გართობას და დასაფლავების რიტუალებს. აგრეთვე მან შეადგინა ტომის ბელადების ბიოგრაფიული ნარკვევები. მისი მასალა XX საუკუნის დასაწყისამდე შესაბამისი ტომის ისტორიაში, ბევრ შემთხვევაში ერთადერთ წერილობით წყაროს წარმოადგენს.

გამოფენა თბილისის სამ მუზეუმშია წარმოდგენილი. 20 სექტემბრიდან ის აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნა — დამთვალიერებლები აშშ-ის ინდილეთა ტრადიციებს გაეცნობიან. 21 სექტემბრიდან ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი იქნება მათი რიტუალები, ხოლო 22 სექტემბრიდან „ქარვასლაში" — მათი მშობლიური მიწები.

დასწრება თავისუფალია მხოლოდ გახსნის დღეს.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ხელოვნების სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0