თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები იწვის, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს წაეკიდა.
შემთხვევის ადგილზე 10-ზე მეტი მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.