ტოტი, მალდინი, პუიოლი და სხვები ბორჯომის ტყის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringer"დინამო არენა"
დინამო არენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ, რომლიდან შემოსული თანხა ხანძრების შედეგად განადგურებული ტყეების აღდგენას მოხმარდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები — ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, რივალდო, ხავიერ ძანეტი, კარლეს პუიოლი, ანდრეი შევჩენკო და სხვა მრავალი ვარსკვლავი ესტუმრება თბილისს, რათა მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო მატში, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეხანძრე ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისთვის პრემიებზე დაახლოებით სამი მილიონი ლარი გამოიყოფა

საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და მსოფლიო ნაკრებებს შორის "დინამო არენაზე" 29 სექტემბერს გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 21:00 სათზე დაიწყება.

მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ამ ზაფხულს ძლიერი ხანძრების შედეგად განადგურდა.

ბილეთების გაყიდვა 19 სექტემბერს დაიწყება, რომლის ღირებულება 5-დან 25 ლარის ფარგლებში იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0