„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ბერიტაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, სანაპიროს და ვირსალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ბუგეულის, თოდრიას, ხერთვისის, ჟღენტის, გორდის, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, ვასილ თამარაშვილის, კოდალოს, დობროლუბოვის, კალუჟინის, სართანიას და კურნატოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტის, თელავის, კობარეთის, წინანდლის და ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის II დასახლების, დამპალოს, უცნობის, მიხეილ გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მელითონეთა ქვემო დასახლების, აღნიაშვილის, გარდაბნის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0