თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში, სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„სოფელ ფონიჭალაში, ბათუმის ქუჩაზე ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
უწყება სპეცოპერაციის დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.