დეპუტატების ბიზნეს-ინტერესები – არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში გაასაჯაროვა

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკლარაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან 51 სამეწარმეო სუბიექტებში წილებს ფლობს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატების შემოსავლები 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს პერიოდში, სხვა კანონმდებლებთან შედარებით, უფრო მეტია, ამის შესახებ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" ანგარიშშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, შევსებული დეკლარაციების თანახმად, წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავლები ჰქონდათ მმართველი პარტიის დეპუტატებს: კახაბერ ოქრიაშვილს — 17,4 მლნ ლარზე მეტი, გრიგოლ მიქელაძეს — 1,2 მლნ ლარი, ელგუჯა გოცირიძეს — 1 მლნ ლარზე მეტი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს" ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს-აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ლარი - Sputnik საქართველო
აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესდა

ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა პარლამენტარების ბიზნეს-ინტერესები. კერძოდ, 150 დეპუტატიდან 51-ს ბიზნეს-კავშირი აქვს და, შესაბამისად, ისინი ფლობენ წილებს სამეწარმეო სუბიექტებში.

პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს-აქტივები აქვს, მათგან 14 წარმომადგენელი „უმრავლესობიდანაა", ორი კი – „პატრიოტთა ალიანსიდან", რომელთაგან ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი ირმა ინაშვილია.

კომპანიებში ყველაზე მეტ ბიზნეს-აქტივებს ფლობენ „ქართული ოცნების" დეპუტატები: ივლიანე წულაია — 31 კომპანია, ნინო წილოსანი (13 კომპანია) და კახაბერ ოქრიაშვილი (13 კომპანია).

ცხრა პარლამენტარი დარეგისტრირებულია როგორც დირექტორი. მათგან შვიდი „ქართული ოცნების" წევრია, ორი კი – „ევროპული საქართველოს" და  „პატრიოტთა ალიანსის" წევრები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200 საათამდე, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.

ამასთან, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

ყველა ახალი ამბავი
0