საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

© photo by Pallacanestro Reggianaმანუჩარ მარკოიშვილი
მანუჩარ მარკოიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანუჩარ მარკოიშვილი "რეჯინას" ღირსებას დაიცავს.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მანუჩარ მარკოიშვილმა კლუბ "რეჯანასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია იტალიური გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მარკოიშვილი მოთამაშეა, რომელიც შეიძლება ლიდერი იყოს, ის უნიკალურ თვისებებს ფლობს. რამდენიმე თვე მას ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ევრობასკეტზე ითამაშა და დაამტკიცა, რომ ყველა პრობლემა უკან დარჩა", — განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ალესანდრო ფროზინიმ.

„ძალზე კარგ გუნდში მოვხვდი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორც ეროვნულ ჩემპიონატზე, ისე ევრობასკეტზე წარმატებით გამოსვლას შევძლებთ. მე მთავარ მწვრთნელს უნდა გავესაუბრო და გავიგო, რა ამოცანა მექნება კლუბში. ვეცდები მაქსიმალურად სწრაფად დავალაგო ურთიერთობა თანაგუნდელებთან და შესაძლებლობის მიხედვით დავეხმარო მომავალ თაობას", — განაცხადა მარკოიშვილმა წარდგენის ოფიციალურ ცერემონიაზე.

იტალიის ჩემპიონატი სტარტს 30 სექტემბერს აიღებს და მარკოიშვილი უკვე ახალ გუნდში პირველ მატჩს "აველინოს" წინააღმდეგ გამართავს.

მარკოიშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ოთხ ჩემპიონატში (2011, 2013, 2015, 2017) მიიღო მონაწილეობა. ევრობასკეტზე კი მან თამაშში საშუალოდ 7,4 ქულა დააგროვა, გააკეთა 4 მოხსნა და 1,4 შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0