თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ხანდაზმული ქალისა და მამაკაცის ცხედრები თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
ტელეკომპანიის მონაცემებით, ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა ცხედრებზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
წინასწარი მონაცემებით, ხანდაზმული ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
თბილისის მერიამ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და ბუნებრივ აირზე მომუშავე ხელსაწყოების შესამოწმებლად მიმართონ გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზს".