გელა ჩარკვიანი: ირაკლი ჩარკვიანი 44 წლის ასაკს რატომღაც ფატალურად მიიჩნევდა
„ირაკლიმ თავისი სათქმელი მთლიანად ვერ თქვა, მაგრამ ამავე დროს ვთვლი, რომ ძალიან ბევრი თქვა. 44 წლის ასაკს რატომღაც ფატალურად მიიჩნევდა. 44 წელი თითქოს ზღვარი იყო მისთვის“, – ამბობს გელა ჩარკვიანი.
ის იხსენებს, რომ ირაკლი ჩარკვიანს ყოველთვის ეშინოდა სიბერის და არ უნდოდა მსმენელს „ბებერი“ ირაკლი ჩარკვიანი ენახა.