„Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობას ასტროლოგიის ნაწილობრივ სჯერა

© FB/ Zodiac Signsჰოროსკოპი
ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik–საქართველო" შეეცადა გაერკვია, რამდენად სჯერა მკითხველს ასტროლოგიური პროგნოზების.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობას ასტროლოგიური პროგნოზების ნაწილობრივ სჯერა, ასეთია სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „გჯერათ თუ არა ასტროლოგიური პროგნოზების“, გამოკითხვაში მონაწილეთა 27,3%-მა დადებითი პასუხი გასცა, ასტროლოგების წინასწარმეტყველების კი ნაწილობრივ სჯერა 54,5%-ს.

მათი რიცხვი, ვინც უარყოფითად არის განწყობილი ასტროლოგიისადმი, გამოკითხვაში მონაწილეთა 18,2%-ია.

ასტროლოგია კაცობრიობის ყველაზე ძველი მეცნიერებაა, რომელიც ციური მნათობების უცვლელი მოძრაობის შესწავლის საფუძველზე ცხოვრების ცვალებადი ნაკადის აღწერის საშუალებას იძლევა. მისი წარმოშობა თან სდევდა ცივილიზაციის წარმოქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0