„ქართული ოცნების“ დროშები სკოლაში: ვინ აგებს პასუხს დარღვევაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც პირველკლასელებს საქართველოს მმართველი პარტიის სიმბოლიკიანი ალმები უჭირავთ.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს, რომელიც აჭარის სოფელ სხეფის სკოლაშია გადაღებული და რომელზეც პირველკლასელებს ხელში „ქართული ოცნების“ ალმები უჭირავთ, სკანდალი მოჰყვა.

თბილისის ისტორიული ცენტრის ხედი - Sputnik საქართველო
ლეიბორისტების წინასაარჩევნო დაპირებამ სოციალური ქსელი ააფეთქა

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მით უმეტეს, განათლების სფეროში, პირებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება ეკრძალებათ. 

მასწავლებელი მარინე დარჩიძე, რომელიც მომხდარის გამო შესაძლოა სამსახურიდანაც დაითხოვონ, აცხადებს, რომ ბავშვები თავად მივიდნენ სკოლაში ალმებით.

„ბავშვები 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დროშებით თავად მოვიდნენ. ფოტოს გადაღება მთხოვეს და მეც გადავიღე. ერთს არ ჰქონდა და ფოტოსთვის მანაც მოიტანა. დაუკვირვებლობით მოხდა, შეგნებულად არ გამიკეთებია. რა მოხდება და რა სანქციები გატარდება, ჯერ არაფერი ვიცი", — განაცხადა მარინა დარჩიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგმა აღნიშნა, ის ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც მუშაობდა საარჩევნო კომისიაში, მაგრამ აგიტაციით არასდროს ყოფილა დაკავებული. მისი თქმით, უნებლიე შეცდომა მოუვიდა.

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ რჩეულები ადგილობრივ არჩევნებში - ვინ არიან ისინი

აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც, რომელმაც პედაგოგისა და სკოლის დირექტორის დასჯა არ გამორიცხა. ეს შესაძლოა იყოს გაფრთხილება, საყვედური ან გათავისუფლებაც კი.

„საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ მოკვლევა დავიწყეთ, როცა ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან წესებიდან გადაცდომა", — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა სწორედ ისაა, რომ სკოლა სრულიად თავისუფალია პოლიტიკური პროცესებისგან და ასე იქნება მომავალშიც.

ყველა ახალი ამბავი
0