თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში ერთმანეთს ტურისტული და სამარშრუტო ავტობუსები შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ნიუ-იორკის მერ ბილ დე ბლაზიოზე დაყრდნობით.
ინციდენტი დღეს მოხდა ქვინსში.
„ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაღუპულია სამი ადამიანი… 16 დაშავდა, რომელთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია“, — განაცხადა დე ბლაზიომ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.
PLEASE AVOID MAIN ST & NORTHERN BLVD DUE TO A VERY SERIOUS COLLISION INVOLVING 2 BUSES. **HEAVY TRAFFIC DELAYS** pic.twitter.com/zvtu9l20eF
— NYPD 109th Precinct (@NYPD109Pct) 18 сентября 2017 г.
სატრანსპორტო კომპანია Metropolitan Transportation Authority-ს ხელმძღვანელმა ჯო ლჰოტამ დაადასტურა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გარდაცვლილები ნიუ-იორკის მცხოვრებლები იყვნენ.
როგორც პოლიცია იუწყება, შეჯახების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ტურისტული ავტობუსის მძღოლია, მეორე — მგზავრი და მესამე — გამვლელი.