საირმეში გამართულ პირველ „მწვადის ფესტივალში“ ქვეყნის საუკეთესო მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა. იხილეთ მწვადის შეწვის ხელოვნების ამსახველი ვიდეო.
საირმის „მწვადის ფესტივალში“ თბილისის ათი პრესტიჟული და ცნობილი რესტორნის შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ.
კონკურსში გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ სამ კატეგორიაში გამოავლინა: საუკეთესო გემო, საუკეთესო გაფორმება და აბსოლუტური გამარჯვებული (გემო და გაფორმება).
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ისინი საირმის ფესტივალის ყოველწლიურ მასპინძლად გადაქცევას გეგმავენ.